ჩარლი ჩაპლინი

როდესაც საკუთარი თავის შეყვარება დავიწყე, მივხვდი რომ ცხოვრებისეული ტანჯვა და ემოციონალური ღელვა მხოლოდ მაშინ მქონდა, როდესაც საკუთარი თავის წინააღმდეგ მივდიოდი სხვების გასაბედნიერებლად, თუმცა ამას ვერ ვახერხებდი, რადგან ადამიანის გაბედნიერება მხოლოდ მაშინ შეგიძლია როცა თავად ხარ ბედნიერი, დღეს მე ამას დავარქვი - სიყალბე

როდესაც საკუთარი თავის შეყვარება დავიწყე მივხვდი, რამდენად შეურაცხმყოფელია ითხოვდე ადამიანისგან იმას, რასაც იმსახურებ, მაგრამ რისი მოცემაც მას არ სურს ან არ არის ამისთვის მზად. დღეს მე ამას დავარქვი - თვითპატივისცემა

როდესაც საკუთარი თავის შეყვარება დავიწყე, შევწყვიტე სხვა ცხოვრების ქონაზე ოცნება, რადგან მივხვდი სწორედ ის რაც მაქვს მაქცევს იმად რაც ვარ. დღეს მე ამას დავარქვი - გაზრდა

როდესაც საკუთარი თავის შეყვარება დავიწყე, რომ სწორედ საჭირო დროს და საჭირო ადგილზე ვიმყოფები ყოველთვის, ყველაფერი ისე ხდება როგორც უნდა იყოს, ამიტომ წუწუნის მაგივრად უნდა გამოვიყენო ნებისმიერი სიტუაცია. დღეს მე ამას დავარქვი - თავდაჯერებულობა

როდესაც საკუთარი თავის შეყვარება დავიწყე, შევწყვიტე სამომავლო გენიალური გეგმების დასახვა და აწმყოსთვის დროის მოპარვა. დღეს მხოლოდ იმას ვაკეთებ, რაც ბედნიერებას და სიხარულს მგვრის. ვაკეთებ ყოველივეს ჩემით, დამოუკიდებლად, თუნდაც არ გამომდიოდეს იდეალურად. დღეს მე ამას დავარქვი - უბრალოება

როდესაც საკუთარი თავის შეყვარება დავიწყე გავთავისუფლდი ყველაფრისგან, რაც სასარგებლო არაა ჩემთვის - საჭმელი, ტანსაცმელი, ხალხი. ყველაფერი რამაც საკუთარ თავთან დამაშორა. თავიდან ეს ეგოიზმი მეგონა, ეხლა კი ამას დავარქმევ - საკუთარ თავზე ზრუნვას

როდესაც საკუთარი თავის შეყვარება დავიწყე, შევწყვიტე მცდელობა მუდმივად ვიყო მართალი და მას შემდეგ ყველაზე ნაკლებად ვიყავი შემცდარი. დღეს მე ამას დავარქვი - თავმდაბლობა

როდესაც დავიწყე საკუთარი თავის შეყვარება, შევწყვიტე წარსულზე სინანული და მომავალზე ღელვა, ვცხოვრობ მხოლოდ აწმყოთი და მე ამას დავარქვი - რეალისტობა

როდესაც საკუთარი თავის შეყვარება დავიწყე რომ ჩემმა გონებამ შესაძლოა ზოგჯერ აღმაფრთოვანოს, ზოგჯერ კი ზიზღის შეგრძნებაც შეიძლება გამოიწვიოს. როგორც კი ის გულთან დავაკავშირე, დავმშვიდდი, ვინაიდან საიმედო მოკავშირე შევიძინე. დღეს მე ამას დავარქმევ - სიბრძნეს

როდესაც საკუთარი თავის შეყვარება დავიწყე, მივხვდი რომ ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს არგუმენტირებული კამათის, კონფრონტაციის ან კონფლისქტის საკუთარ თავთან და სხვასთანაც. ვარსკვლავებიც კი ეჯახებიან ერთმანეთს და შემდეგ ახალ სამუაროს ქმნიან. დღეს მე ამას ვარქმევ - ცხოვრებას.


- ჩარლი ჩაპლინი


Comments