ირანში, კერძოდ ქალაქ თეირანში პირველი ე.წ. კინოთეატრი ჯერ კიდევ 1904 წელს დააარსა მირზა იბრაჰიმ კხან საჰაფბაშიმ, 1930 წლისთვის ქვეყნის 11 რეგიონში უკვე 15 კინოთეატრი არსებობდა. 1925 წელს კი კინოს სკოლაც დაარსდა დედაქალაქში ოვანეს ოჰანიანის თაოსნობით. ბევრი ევროპული ქვეყანა ვერ დაიკვეხნის კინოს განვითარებაში მსგავსი მიღწევებით.
მოჰსენ მაჰმალბაფი - ირანული კინოს ერთ-ერთი თვალსაჩინო სახე.მაჰმალბაფს კარიერის მანძლზე არაერთი კარგი ფილმი აქვს შექმნილი.მოჰსენი 2013 წელს საქართველოს მეორედ ეწვია.ის რამდენიმე წლის წინ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ჟიურის შემადგენლობაში იყო შესული.
___________________________________________________________________________
ნაწილი ირანული ფილმებიდან:
_________________________________________________________________

1969 წლის ნამუშევარი The Cow ირანული კინოს ისტორიაში ახალი ტალღის პირველ ფილმად ითვლება. ის მოგვითხრობს შუახნის ირანელი მამაკაცისა და მისი ძროხის, რომელიც სოფელში ერთადერთია, ურთიერთობის შესახებ. პატრონს ძალიან უყვარს და უფრთხილდება თავის ერთადერთ სიმდიდრეს, თუმცა სოფლიდან გარკვეული პერიოდით წასულს მაკე ძროხას უკლავენ. ცოლი და მეგობრები გადაწყვეტენ მამაკაცს უთხრან რომ საქონელი გაიქცა, რადგან დარწმუნებულნი არიან ის მის სიკვდილს ვერ გადაიტანს. თავზარდაცემული ჰასანი დიდი ხნის ძებნის შემდეგ თავს დააჯერებს რომ თავად არის ძროხა და იქცევა ისე, როგორც შეეფერება საქონელს.
ნამუშევარს არაერთი საერთაშორისო ფესტივალის ჯილდო აქვს აღებული, გირჩევთ უყუროთ.

______________________________________________________________________________

Dar Emtedade Shab - 1978 წლის ფილმი მოგვითხრობს ცნობილი მომღერლის, შუახნის ქალისა და სრულიად უცნობი ახალგაზრდა ბიჭის სიყვარულის შესახებ. ნამუშევარი ირანში რევოლუციამდე რამდენიმე თვით ადრე გამოვიდა და მალევე აიკრძალა, როგორც შეუფერებელი ურთიერთობის პროპაგანდისტული ფილმი. დღეისათვის, ის ერთ-ერთ საუკეთესო ირანულ მელოდრამად ითვლება
________________________________________________________________________________

The Stoning of Soraya M.
საირუს ნაურასტეს 2008 წლის ნამუშევარი ირანში დღემდე აკრძალული 1990 წელს გამოცემული წიგნის la femme lapidée ეკრანიზაციაა. ნამუშევრის პრემიერა ტორონტოს საერთაშორისო ფესტივალზე შედგა, სადაც რეჟისორთა გილდიის პრიზი დაიმსახურა
სიუჟეტი ვითარდება რიგითი ირანელი ქალის - სორაიას გარშემო, რომლის მეუღლესაც მასთან განქორწინება და 14 წლის გოგონაზე პოლიტიკური მიზნების გამო დაქორწინება უნდა. ქალი განქორწინების წინააღმდეგია, რადგან ამ შემთხვევაში მასაც და მის ქალიშვილებსაც პატრიარქალური საზოგადოების მხრიდან იზოლაცია და უდიერი მოპყრობა ემუქრებათ. ქმარი პოულობს გზას, შეტევაზე გადავიდეს და იქეთ დასდოს ბრალი სორაიას. ფილმი ძალიან მძიმე საყურებელია, სუსტი ნებისყოფის მქონეებმა არ უყუროთ
______________________________________________________________________________

Children of Heaven
ანახეთ ეს ფილმი ამერიკელ ბავშვებს, რომლებიც წუწუნებენ რომ ცუდი ცხოვრება აქვთ, არ ჰყოფნით გართობა, სათამაშოები, ტანსაცმელი და ნახავენ რას ნიშნავს მართლა ცუდი ცხოვრების ქონა - ასე დაახასიათა ფილმი ცნობილმა კრიტიკოსმა როჯერ ებერტმა
Children of Heaven - მაჯიდ მაჯიდის 1997 წლის ნამუშევარი მოგვითხრობს და-ძმის შესახებ, რომელთაც 1 წყვილი ფეხსაცმლით რიგ-რიგობით უწევთ სკოლაში სიარული. ფილმი ძალიან ემოციური, თბილი, საინტერესო და გულისამაჩუყებელია. ყველაფერი გენიალური ხომ მარტივია და ამ თითქოს ჩვეულებრივი ისტორიით ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია. გირჩევთ, უყუროთ
_______________________________________________________________________________

The Color of Paradise
მაჯიდ მაჯიდის კიდევ ერთი, 1999 წლის ნამუშევარი, რომელიც მოგვითხრობს ბრმა ბიჭუნაზე, რომელსაც ღმერთის დანახვა სურს და მამაზე, რომელსაც იმდენად ესირცხვილება შვილის სიბრმავე, რომ მოსალოდნელი მეორე ქორწინების წინ ბიჭის არსებობას მალავს
ამ ირანელი რეჟისორის ნამუშევრები გამოირჩევა იმით, რომ ის ცდილობს ბავშვების თვალით დაგვანახოს სამყარო. მათი გადმოსახედიდან აგვიხსნას რა არის ჭეშმარიტი ბედნიერება, სიყვარული და ზრუნვა ახლობლებზე. ფილმი გულის ყველაზე ბნელ კუნჭულებამდე შემოაღწევს თქვენში და ემოციების ქარიშხალს დაგატეხთ თავზე, გირჩევთ უყუროთ
________________________________________________________________________________
ცნობილი ირანელი რეჟისორის ბახმან გობადის 2004 წლის ნამუშევარი, რომელიც სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ ერაყში გადაღებული პირველი ფილმია.
საომარი დრამა მოგვითხრობს ერაყ-თურქეთის საზღვარზე მცხოვრები ლტოლვილების შესახებ, რომლებსაც ადგილობრივი 13 წლის ბიჭუნა, ზედმეტსახელად სატელიტი ტელევიზორებისთვის ანტენებს უყენებს, რათა მოსახლეობამ ამერიკელების ოპერაციებისა და ქვეყანაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შესახებ ინფორმაცია მიიღოს. თავის მხრივ, თავისუფალ დროს, სატელიტი, რომელიც თანატოლებში ავტორიტეტით სარგებლობს, ბავშვების ჯგუფთან ერთად აგროვებს ამერიკელების მიერ დატოვებულ მინებს და ყიდის მათ. ნამუშევარი რეალისტურად აღწერს სოციალურ სიტუაციას, რომელიც მოაქვს ომს.
___________________________________________________________________________

The Past (film)
ასგარ ფარხადის 2013 წლის ნამუშევარი, რომელიც ფრანგულ მხარესთან თანამშრომლობით შეიქმნა. ფილმი მოგვითხრობს ირანელი მამაკაცის, ახმედის შესახებ, რომელიც ჩადის საფრანგეთში ყოფილ ცოლთან განქორწინების ოფიციალურად გასაფორმებლად. ქალს თავის მხრივ ურთიერთობა აქვს სხვა მამაკაცთან, რომლისგანაც 2 შვილიც შეეძინა. მიუხედავად ერთი შეხედვით ბანალური სცენარისა, ნამუშევარი ძალიან საინტერესო და ჩამთრევია, უმაღლეს დონეზე ასრულებენ მსახიობები, აღსანიშნავია რეჟისორის პროფესიონალიზმიც. ამ ფილმით კანის საერთაშორისო ფესტივალზე ბერენის ბეჟომ საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში გაიმარჯვა
_________________________________________________________________________________

Leila (film)
რა არის საჭირო ოჯახური ბედნიერებისთვის? ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული წყვილიო მიპასუხებთ ალბათ უმრავლესობა, ზოგიერთი - სტაბილური შემოსავალიო დასძენს, ან ახლობლების მხარდაჭერა, მაღალი სოციალური სტატუსი, ურთიერთგაგებაზე და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები, ერთგული მეგობრები. თუმცა ირანში ეს საკმარისი არაა, საჭიროა ბავშვები, კონკრეტულად კი ვაჟის ყოლა. ლეილა და რეზა დედამთილის დაჟინებული მოთხოვნით მიმართვენ მკურნალობის ყველანაირ მეთოდს, თუმცა ქალს არ შეუძლია შვილის ყოლა. ამიტომაც მემკვიდრის გაჩენის მიზნით დედამთილი არწმუნებს მას დაარწმუნოს ქმარი რომ მოიყვანოს მეორე ცოლი (ძალიან ჩავხლართე, ვიცი). მოკლედ ლეილა უჯერებს მას და რეზას თავად ურჩევს საცოლეს იმ იმედით, რომ საყვარელი ქმრის შვილს დაიჭერს ერთ დღეს ხელში. საკმაოდ საინტერესო ფილმია, გირჩევთ უყუროთ Leila (film)

The White Balloon
ჟურნალმა The Guardian ჯაფარ პანაჰის 1995 წლის ნამუშევარი The White Balloon ყველა დროის 50 საუკეთესო ოჯახური ფილმების სიაში შეიყვანა. კანისა და სხვა საერთაშორისო ფესტივალების ტრიუმფატორი მოგვითხრობს 7 წლის გოგონას შესახებ, რომელსაც საახალწლოდ სურს დედამ ოქროს თევზი უყიდოს, თუმცა საკმარისი თანხის არ არსებობის გამო, ოჯახს არ შეუძლია თავს ამის უფლება მისცეს. შედეგად პატარა სხვა გზის გამონახვას ცდილობს, ის უფროს ძმას სთხოვს დახმარებას, სანაცვლოდ კი ბუშტს ჰპირდება. და-ძმას უამრავი ისტორია გარდახდება თავს ოცნებების დევნაში.
________________________________________________________________________________

Nader and Simin, A Separation
კიდევ ერთი მაგალითი იმისა,რომ ნამდვილად ძლიერი ფილმები ევროპასა და აზიაში იქმნება.ფილმში ყველაფერი ბუნებრივად არის გადმოცემული და მთელი ორი საათის განმავლობაში შესაძლოა თვალიც ვერ მოსწყვიტოთ.ყველა პერსონაჟი ძალიან რეალური გეჩვენება.ადამიანები თავიანთი პრობლემებითა და პასუხისმგებლობით.
ნადერისა და სიმინის განქორწინება,2011 წელს ბერლინის ტრიუმფატორი ფილმი გახდა და ოქროს დათვის გარდა მან პრიზები ქალისა და მამაკაცის საკეთესო როლებისთვისაც დაიმსახურა,ჟიურის იზაბელა როსელინი ხელმძღვანელობდა.
ფილმმა ასევე 2012 წელს,ოსკარის 84-ე დაჯილდოებაზე აიღო პრიზი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის.

The Song of Sparrows
მაჯიდის კიდევ ერთი საოცარი ფილმი, რომელიც გვიჩვენებს თუ როგორ შეიძლება პიროვნებას შეეცვალოს ფასეულობები და იდეოლოგია მატერიალური მდგომარეობის შეცვლის შემდეგ. ამ ირანელი რეჟისორის პერსონაჟები თითქმის ყოველთვის განათლების არ მქონე, საშუალი კლასის, მწარე გამოცდილების, ფიზიკურ შრომას მიჩვეული მამაკაცები არიან, რომლებიც განგებას ებრძვიან, ცდილობენ უკეთესი ცხოვრება შეიმქნან. ერთი შეხედვით თითქოს არ გამოსდით, თუმცა იზრდებიან პიროვნულად - უკეთ შეიმეცნებენ სამყაროს, კაცობრიობას და რაც ყველაზე მთავარია - საკუთარ თავს

(С) Movies for Life/ ფილმი ჩვენი არსობისა

Comments
Post a Comment