მელ გიბსონი, პირადად ჩემთვის, გაცილებით დიდია როგორც რეჟისორი, ვიდრე მსახიობი. ამას მოწმობს ზემოხსენებული მისი ნამუშევარიც - მაცხოვრის ცხოვრების ბოლო 12 საათის შესახებ გადაღებული ფილმი უკვე გამოსვლამდე იყო პოლემიკის და ვატიკანის მიერ აკრძალვების გამომწვევი. მთავარი პერსონაჟის განმასახიერებელი მსახიობისთვის მეხის დაცემასაც უფლის რისხვას უკავშირებდნენ. ჯეიმს კევიზელს არ უწევდა ტრავმების და ტკივილის მოგონება, შუა ზამთარში ის მხოლოდ ანაფორით დადიოდა, 70 კილოგრამიან ჯვარს მიათრევდა გოლგოთამდე, უამრავი სისხლჩაქცევა და დაბეჟილობა ჰქონდა, თითქმის შიმსილობდა, ჯვარცმის მომენტშიც რეალურად დააჭედეს ლურსმანი ხელებზე, მსახიობი რამდენიმე კვირა იწვა საავადმყოფოში გადაღებების დასრულების შემდეგ, თუმცა არცერთხელ არ დაუწუწუნია - მისი განცხადებით, იესოს სულიერ ტკივილს ვერც გაუტოლდებოდა მისი ფიზიკური ტანჯვა.

Comments
Post a Comment