მატჩ პოინტი / Match Point

Match Point

"თამაშის მიმდინარეობისას შესაძლოა დადგეს ისეთი მომენტი, როცა ბურთი ბადის ზედაპირს ოდნავ ეხება და წამების მეასედში გადაწყდება წინ დავარდება თუ უკან. თუ წინ ჩავარდა - შენ მოიგე, თუ უკან - წააგე"

ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელის კრის უილტონის თამაშშიც დადგა ასეთი ეპიზოდი, ნოლა რაისი მისი ცხოვრების ბადეს შეეხო და უკან "გადმოვარდნა" მოინდომა, რაც მთლიანად შეცვლიდა მატჩის ბედს. მაგრამ ერთ დროს პოპულარობის ზენიტში მყოფ, ინტელექტუალ, ამბიციურ და კარიერისტ უილტონს არ შეეძლო ამის დაშვება. შესაბამისად მხოლოდ ბედის ნიავს არ მიენდო და ქარიშხალი დაატეხა თავს ლამაზ, სექსუალურ ამერიკელ ქალს, რომელსაც ყველაზე მეტად უყვარდა და ესმოდა მისი.

ვუდი ალენს თავის ფილმოგრაფიაში საუკეთესო სამეულში ჰყავს ეს ნამუშევარი შეყვანილი და არცთუისე უსაფუძვლოდ. აუცილებლად გირჩევთ, უყუროთ. შეძლებთ ნახოთ და არ განიკითხოთ? შეხვიდეთ მთავარი პერსონაჟის მდგომარეობაში? გაითავისოთ მისი ცხოვრებისეული ტრაგედია? როდესაც დაასრულებთ, შთაბეჭდილებები გამიზიარეთ და ვიმსჯელოთ, იქნებ სწორედ კრის უილტონი გახლავთ მთავარი მსხვერპლი? რისი? - საკუთარი ამბიციების.

Comments