
Gotham - გოთემი ბეთმენის ფილმებიდან უკვე კარგად გავიცანით.ის ქალაქია,რომელიც ათასგვარი ცივსისხლიანი მკვლელებით,მძარცველებით,ჭკ
- სერიალში მოვლენები ჯერ კიდევ მაშინ ვითარდება,როცა ბრიუს უეინი ბავშვია და მშობლებს უკლავენ.შესაბამისად ნელ ნელა ვხედავთ თუ როგორ ყალიბდებიან ჩვენთვის ნაცნობი კრიმინალები ყველაზე საშიშ ბოროტმოქმედებად,რომელიც ბეთმენის შესახებ გადაღებულ ფილმებში შეგვხვედრია (პინგვინი,ჯოკერი,ნიგმა და ასე შემდეგ.)
მიუხედავად იმისა,რომ სერიალი "კომიქსების" ეკრანიზაციაა ის არტოვებს ისეთ შთაბეჭდილებას თითქოს ძირითადი თემა ბეთმენი ან სხვა რომელიმე სუპერგმირი იყოს.გოთემში ძირითადად გვევლინება იტალიური მაფია და მათი ცივსისხლიანი დაპირისპირება.განგსტერები,
სერიალში მთავარი გმირი არის დეტექტივი გორდონი.გორდონის პერსონაჟი გარი ოლდმანის შესრულებით უკვე ნაცნობია "შავი რაინდიდან",მაგრამ ფილმისგან განსხვავებით სერიალში გორდონი დეტექტივია და არა კომისარი.სერიალი გვიჩვენებს თუ როგორ გადის ჯეიმსი გზას დეტექტივობიდან კომისარობამდე."გოთემში" გორდონი გვევლინება ერთადერთ კარგ პოლიციელად,რომელიც ნამდვილად იბრძვის დანაშაულის წინააღმდეგ,ერთი შეხედვით შთაბეჭდილება გვრჩება,რომ ჯეიმს გორდონი არის იგივე "სუპერგმირი" შავი ტრიკოს და მოსასხამის გარეშე.
მოკლედ რომ ვთქვათ სერიალი ბეთმენის ფანებს ძალიან მოგეწონებათ და იმათაც ვინც ჩემს მსგავსად არ გიჟდებით ბეთმენის შესახებ გადაღებულ ფილმებზე და ზედ დამატებულ ნოლანის ტრილოგიაზეც,თქვენც ძალიან ისიამოვნებთ სერიალით.
სერიალი რუსულ ენაზე
Comments
Post a Comment