- ლარს ვონ ტრიერი / Lars von Trier
ლარს ვონ ტრიერი დაიბადა 1956 წლის 30 აპრილს.
როგორც წესი ტრიერი თავის ფილმებში სხვადასხვა ემოციებსა და გულწრფელობას უსვამს ხაზს. ეს შესაძლოა იმის დამსახურებაც იყოს,რომ როდესაც ის 39 წლის იყო მომაკვდავმა დედამ გაუმხილა,რომ ის კაცი ვინც გაზარდა მისი ბილოგიური მამა არ იყო.ლარსმა დაიწყო ბიოლოგიური მამის ძიება,მაგრამ როცა იპოვა,ნამდვილმა მამამ მასთან ურთიერთობის გაგრძელება არ ისურვა.
" - მე არ ვარ კარგი ქრისტიანი.მორწმუნეც არ ვარ...არ შეიძლება იყოს ბუნება და ადამიანი მოწყალე ღმერთის შექმნილი"
ცნობილია,რომ ტრიერი თავდაპირველად იუდაიზმის მიმდევარი იყო,თუმცა შემდეგ კათოლიკე გახდა,რათა ებრაელ მამინაცვალს განდგომოდა.
ლარს ფონ ტრიერის შემოქმედებას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს ჰოლივუდის ცნობილ რეჟისორთა თუ მსახიობთა რიგებიდან. ტრიერის "დოგვილს" კვენტინ ტარანტინოს რჩეულ ფილმებთა სიაში საპატიო ადგილი უჭირავს და თვლის რომ მისი იდეა და სცენარი საუკეთესოა მათ შორის, რაც კი აქამდე დაწერილა. Breaking the Waves მარტინ სკორსეზეს ტოპ ათ ფილმთა სიაში შედის. პოლ ტომას ანდერსონმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მზადაა ლარს ფონ ტრიერის ბარგი ხელითაც კი ატაროს თუკი მის გვერდით ყოფნის შესაძლებლობა მიეცემა, ჯონი დეპი კი დიდი ხანია ტრიერისგან შემოთავაზებას ელოდება.
კანის 62-ე კინო ფესტივალზე, საკუთარი "ანტიქრისტე"-თი მოხიბლულმა რეჟისორმა საკმაოდ არათავმდაბლური განცხადება გააკეთა და თქვა რომ ის ამქვეყნად საუკეთესო რეჟისორია (I am the best film director in the world)
რეჟისორს გვარის წინ Von 1979 წელს დანიის კინო-სკოლაში ჯგუფელებში ჩაუმატეს. როგორც იცით, ის გერმანიაში გავლენიანი ოჯახების გვარებს ერთვოდა წინ, ტრიერს კი მისი ცივი ბუნების, ამპარტავნობის, ეგოცენტრიზმისა და თავდაჯერებულობის გამო "მეგობრები" ცივსისხლიან არისტოკრატ გერმანელად თვლიდნენ და არა დანიელად. ლარსს იმდენად მოეწონა იგი, რომ სალანძღავ სიტყვად კიარა კომპლიმენტად მიიღო და მოგვიანებით ოფიციალურად ჩაიმატა გვარში.
ვონ ტრიერი მწვავე დეპრესიით იტანჯება, თუმცა მისი ხასიათიდან გამომდინარე ვერცერთ ფსიქოთერაპევტთან ვერ ძლებს (უფრო სწორედ ისინი ვერ ძლებენ) 3 სეანსზე მეტს. მას ასევე აქვს ფობიები, განსაკუთრებით ეშინია ფრენის.
2011 წელს კანის ფსტივალზე "ანტიქრისტეს" წარდგენისას The New York Times ჟურნალისტმა ქეით მუირმა ვონ ტრიერს მისი გერმანული წარმომავლობისა და ებრაული აღზრდის შესახებ ჰკითხა, რაზეც რეჟისორმა უპასუხა - რომ თავს გერმანელად, ნაცისტად უფრო მიიჩნევდა და გარკვეულწილად ჰიტლერის იდეოლოგიისაც ესმოდა. მომდევნო დღეს კანის ფესტივალის ორგანიზატორებმა ის ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, თუმცა ისინი ტრიერის პასუხმა ვერ დააკმაყოფილა, ისევე როგორც მოგვიანებით რეჟისორის იმავე გაზეთში გამოქვეყნებულმა ბოდიშმა. ლარს ვონ ტრიერი 2011 წლიდან კანის ფესტივალზე პერსონა ნონ-გრატად არის დასახელებული
ლარსი 1987 წელს დაქორწინდა საბავშვო ფილმების რეჟისორ სესილი ჰოლბეკზე, რომელთანაც 2 ქალიშვილი ეყოლა. თუმცა 1995 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა. 2 წელში ტრიერმა ხელმეორედ შექმნა ოჯახი ამჯერად ბენტა ფრიოგეზე. ცოლ-ქმარს იმავე წელს ტყუპი ვაჟი შეეძინა.
________
ტრიერის ფილმოგრაფიის მიმოხილვა:
დოგვილი / Dogville
ყოველ ადამიანს სამი სახე გააჩნია :
1 - რომელსაც ის საზოგადოებას აჩვენებს
2 - რომელიც გონია, რომ აქვს
3 - რომელიც გააჩნია სინამდვილეში
დოგვილის მაცხოვრებლები პირველი შეხედვით სტუმართმოყვარე, გაჭირვებულის მფარველი, მშრომელი, სამართლიანი ადამიანები არიან. ისინი ცდილობენ დახმარების ხელი გაუწოდონ არამხოლოდ მეზობლებს, არამედ არსაიდან მოსულ უცნობ გოგონას, რომელსაც მაფიის წევრები და პოლიციელები თანაბარი მონდომებით ეძებენ. დოგვილელები სთავაზობენ ქალს მისივე შრომით მოიპოვოს ლუკმა-პურიც და მასპინძლების კეთილგანწყობაც. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ გრეისს სოციუმში ადაპტირების პროცესში დაეხმარონ.
მეორე შეხედვით, საკუთარი თავისთვის ადამიანების დამრქმევი ბრბო ტკბება საკუთარი სულგრძელობით, თავს იმშვიდებს სამართლიანობის დამყარება-აღდგენის მცდელობით გამართლებული მკაცრი ზომების აუცილებლობით, ამაყობს მისი ობიექტურობით და ტკბება უსუსურ ქალზე განხორციელებული ფსიქო-სოციალურ-ფიზიკური ძალადობით.
მესამე შეხედვით კი ჩვენ ვხედავთ კაცმაცუნებს, რომლებიც ექსპლუატირებას უწევენ განათლებულ ქალს. მონასავით ამუშავებენ ფიზიკურად, ყოველ ღამით და არამხოლოდ ძალადობენ მასზე სექსუალურად, ცხოველივით ბორკილებსა და ეჟვანშებმულს ატარებენ და მათივე "საზოგადოების" ყველაზე უმცროს წევრებსაც კი არამხოლოდ პირადი მაგალითის მიცემით ზრდიან ნამდვილ დოგვილელად, არამედ უფლებას აძლევენ პატარაობიდანვე ისარგებლოს ამ ქალაქელობის უპირატესობით.
რაც უფრო უხრი ზოგიერთ ადამიანს თავს, მით უფრო მეტს მოითხოვს ის შენგან და უკვე ვალდებულებაში გითვლის მისი სურვილების დაუყოვნებლივ ასრულების მცდელობებს. ადვილია შენი ქცევის მიზეზების ახსნა იმ საზოგადოებისადმი კუთვნილებულობით ახსნა, რომელშიც ამორალური და დევიაციური ქცევა ნორმად არის მიღებული. ასეთ საზოგადოებაში პატივს არ სცემენ სხვის აზრს, მიზანს, სურვილს ან გრძნობას. ამიტომაც თუ გსურს მისი გამოწორება - სჯობს ოცნება გააგრძელო. ხოლო თუ რეალობას ადეკვატურად აღიქვამ - მინიმუმ უნდა გაეცალო მას, მაქსიმუმ კი ისევე ძირფესვიანად ამოძირკვო სარეველა, როგორც ეს ამ თურმე არცთუისე უსუსურმა ქალმა გააკეთა.
გადაღებების დასრულების შემდეგ, ნიკოლ კიდმანმა დაიფიცა, რომ აღარასოდეს ითანამშრომლებდა ტრიერთან ერთად, ამიტომაც უარი განაცხადა რეჟისორის შემდგომ შემოთავაზებაზე ეთამაშა მთავარი როლი 2009 წლის ფილმში "ანტიქრისტე", ასევე ტრიერი განიხილავდა მას 2012 წლის ფილმში "ნიმფომანიაკი", თუმცა კიდმანმა როლზე ამჯერადაც უარი განაცხადა, შემდგომში ორივე როლი შარლოტა გინსბურგმა შეასრულა.

__
Dancer in the Dark
ლარს ფონ ტრიერის 2000 წლის ნამუშევარი Dancer in the Dark გახლავთ "ოქროს გულის" ტრილოგიის დასკვნითი ნაწილი. დანიელმა რეჟისორმა პრემიერაზევე მოაწყო სკანდალი, როდესაც გამოაცხადა რომ გადაღებების პროცესი ჰქონდა დამონტაჟებული და მას ცალკე ფილმად "ათასი თვალი" იხილავდა მაყურებელი. ამ ფაქტმა ბიორკის აღშფოთება გამოიწვია და სასამართლოთიც დაემუქრა ტრიერს. მომღერალი იმდენად იყო შეჭრილი სელმას როლში, რომ ამ ფილმს მის პირად ცხოვრებაში ჩარევად მიიჩნევდა. ზოგადად ბიორკსა და ტრიერს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო გადაღებების პროცესშიც, ისინი ვერ თანხმდებოდნენ სხვადასხვა სცენაზე, რეჟისორმა არცერთი შენიშვნა არ გაითვალისწინა და მისგან მკაცრი მიდგომის საპასუხოდ ბიორკისგან "სექსისტის" წოდებაც დაიმსახურა. კატრინ დენევმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ეს არის ფილმი რომელზე მშვიდად საუბარს ბიორკი 10 წლის შემდეგაც ვერ შეძლებდა.
გირჩევთ აუცილებლად დაუთმოთ დრო ოქროს პალმის რტოს მფლობელ ამ ნამუშევარს
__
Antichrist
შევთანხმდეთ, რომ ტრიერი მიეკუთვნება იმ რეჟისორთა კატეგორიას, რომელიც ან უყვართ ან სძულთ. ოქროს შუალედი არათუ რიგით მაყურებელში, კრიტიკოსებშიც კი არ არსებობს
დანიელი გენიოსი Antichrist მის ფილმოგრაფიაში საუკეთესოდ მიიჩნევს. ფილმის ძირითად იდეა იმაში მდგომარეობს, რომ სამყარო ღმერთის კიარა ეშმაკის შექმნილია.
სიუჟეტი ვითარდება ცოლ-ქმრის გარშემო, რომელიც შვილის გარდაცვალების შემდეგ ცდილობს ურთიერთობა შეინარჩუნოს. მთავარ როლებს უილიამ დეფო და შარლოტა გინსბურგი ასრულებენ. ამ უკანასკნელმა კანის ფესტივალზე საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში გაიმარჯვა
ტრიერმა ნამუშევარი მის საყვარელ რეჟისორს - ანდრეი ტარკოვსკის მიუძღვნა. ფილმი არაა რეკომენდირებული 18 წლამდე მოზარდებისთვის.
__
ლარს ფონ ტრიერის 2011 წლის დრამა კირსტენ დანსტით, კიფერ საზერლენდით და რაღა თქმა უნდა შარლოტა გინსბურგით. ,,მელანქოლია” იმ ფილმების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებშიც ყოველი ნახვის შემდეგ რაღაც ახალს, აქამდე შეუმჩნეველს აღმოაჩენ, ფილმი ერთი შეხედვით სამყაროს აღსასრულს გვიხატავს, მაგრამ სინამდვილეში ფილმი სხვა არაფერია თუ არა ერთი ადამიანის მელანქოლია და ეს ფილმი, ვისაც სამყაროს ფიზიკური აღსასრულის ხილვა პოპკორნმომარჯვებულებს სურთ, მათთვის ნამდვილად არაა. ფილმში კოსმოსის და ადამიანის დაპირისპირება სიმბოლურ დატვირთავს ატარებს, რომელშიც, ადამიანის შინაგანი სამყარო იგულისხმება. იგი მკვეთრად იჭრება ადამიანების ცხოვრებაში, მათ ცნობიერებაში და ფატალურ როლს თამაშობს. დედამიწასთან მიახლოებული პლანეტა მელანქოლია, რომელმაც შესაძლოა დედამიწა მასთან შეჯახებით გაანადგუროს, განსხვავებულ შეგრძნებებს ბადებს ადამიანებში. ჯასტინისთვის, რომელიც ფიქრობს, რომ სიცოცხლე ყველაზე დიდი ბოროტებაა დედამიწაზე, მელანქოლია კი ბედნიერება, რომ სამყარო ფიქციაა, ბედნიერება მოჩვენებითია, მხიარულება მექანიკური, არ აქვს მნიშვნელობა რა მოუვა დედამიწას, მას მიაჩნია, რომ ადამიანები მხოლოდ ბოროტებას თესავენ, ამიტომაც არ არიან სიცოცხლის ღირსნი. სასოწარკვეთილი კლერი კი ვერ ეგუება სამყაროს აღსასრულზე ფიქრს და მბჟუტავ იმედსაც ებღაუჭება, სასოწარკვეთა მით უფრო ძლიერდება, რაც მეტად აცნობიერებს რომ დასასრული გარდაუვალია.
ფილმის მთავარი მიზანი არა კონკრეტული ამბის მოყოლა, არამედ ადამიანების შინაგანი სამყაროს ჩვენება, მათი ხასიათების, დამოკიდებულებების, სისუტეების გადმოცემა და ცხოვრებისეული ამაოების მოყოლაა. იმისა, თუ როგორ იქცევიან ადამიანები უკიდურესი სასოწარკვეთის ჟამს, ყველაზე გამოუვალ სიტუაციებში.
__
Breaking the Waves
"ოქროს გულის" ტრილოგიის პირველი ფილმი, რომელიც ტრიერმა 1996 წელს გადაიღო. ღმერთი აძლევს ყველას რაღაცას, რომ უკეთესნი გახდნენ. ახალგაზრდა გოგონა ბესის, რომელიც შოტლანდიის ჩრდილო-დასავლეთის განცალკავებული თემიდანაა, თავდავიწყებით უყვარდება ბიჭი, რომელიც ზღვაში საქაჩ დანადგარზე მუშაობს. მიუხედავად ნათესავების წინააღმდეგობისა, წყვილი ქორწინდება. ქმარი უბედური შემთხვევის შემდეგ შინდასახიჩრებული და დაინვალიდებული ბრუნდება, ბესი კი, რომელიც ღმერთს მისი რჩეულის დაბრუნებას ევედრებოდა, დანაშაულის გრძნობით იტანჯება. ბესის როლზე ტრიერის თავდაპირველი არჩევანი ჰელენა ბონამ კარტერი იყო, როლზე უარის თქმის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ კარტერს ამ ასაკში ეკრანზე შიშველი გამოჩენა არ სურდა, ემილი უოტსონმა კი, რომელიც შემდგომში ბესის როლზე დამტკიცდა, ოსკარზე და ოქროს გლობუსზე ნომინაცია მოიპოვა, როგორც საუკეთესო მსახიობმა.
__
Dancer in the Dark
ლარს ფონ ტრიერს სურდა რომ ფილმში თავად ეთამაშა ბრაზიანი კაცის როლი, რომელიც კინოთეატრში კეტისა და სელმას მკაცრად საყვედურობდა, თუმცა მასა და ბიორკს შორის დაძაბული ურთიერთობის გამო, შიშობდა, რომ როლში ზედმეტად შეიჭრებოდა და თავის გაკონტროლებას ვერ შეძლებდა, ამიტომაც საკუთარი თავის ნაცვლად როლზე სხვა კანდიდატი აარჩია.
__
ვონ ტრიერის 1988 წლის ნამუშევარი "მედეა" ჩვენთვის ცნობილ ისტორიას ყვება, თუმცა სხვა ეკრანიზაციებისგან განსხვავებით ძირითადი აქცენტი სიყვარულისთვის სამშობლოს მოღალატე და შვილების მკვლელი ქალის შინაგან სამყაროზე და განცდებზე კეთდება

The Idiots / იდიოტები
კიდევ ერთი სკანდალური ფილმი ლარს ვონ ტრიერისგან Idioterne . "იდიოტები" მოგვითხრობს ახალგაზრდების შესახებ, რომლებიც გონებრივად ჩამორჩენილებად ასაღებენ თავს საზოგადოების გასაბრიყვებლად და ამავე დროს საკუთარ თავში ჭეშმარიტად იდიოტური საწყისების აღმოსაჩენად. "ოქროს გული"-ს ტრილოგიის მესამე ნაწილის პრემიერაც კანის ფესტივალზე შედგა და რათქმაუნდა დიდი ხმაურით, საზოგადოება ორად გაიყო.გადაჭარბებულ სექსუალურ სცენებს ნაწილი ამორალურად მიიჩნევდა, ნაწილი მათში ფარულ გენიალურ იდეას ეძებდა.
ეს ნამუშევარი იმით არის აღსანიშნავი, რომ კინოს მანიფესტის ე.წ. "დოგმა 95"-ის წესების მინიმალური რაოდენობა მისი გადაღებისას იქნა დარღვეული.10 წესიდან 3, მათ შორის 2-ის შესახებ ტრიერმა არ იცოდა, მონტაჟიორმა იცუღლუტა :))
_____________________________________________________________________

Comments
Post a Comment