
"A Guide to Recognizing Your Saints / სახელმძღვანელო წმინდანთა საძიებლად" (2006წ.)
ამერიკელი რეჟისორის,დიტო მონტიელის ნახევრად ავტობიოგრაფიული ფილმი.
ფილმში მოვლენები ორ სხვადასხვა პერიოდში ვითარდება: 80-იან წლებში,როცა დიტო მონტიელი თინეიჯერია და 2005-წელს,როცა ის უკვე სრულწლოვანია.შესაბამისად ფილმი გახსენების სახეს იღებს,სრულწლოვანი დიტო,რომლის როლსაც რობერტ დაუნ უმცროსი ასრულებს,იხსენებს თავის ახალგაზრდობას.
ფილმის მეოთხე წუთზე,გვევლინება ახალგაზრდა დიტო მონტიელი,რომელიც გვეუბნება "-მე მქვია დიტო მონტიელი და ამ ფილმში ყველას მივატოვებ".აქედან უკვე ვხვდებით ფილმი რა სახესაც იღებს და როგორც თავიდანვე იყო ნახსენები,რამე უჩვეულო დასასრულსაც არ უნდა ველოდოთ.
ახალგაზრდა მონტიელი ექცევა მეგობრებისა და მამამისის გავლენის ქვეშ და მათგან თავის დაღწევას ცდილობს.როცა,წარმატების მისაღწევად,კალიფორნიაში წასვლაზე ჩამოვარდება საუბარი,მას მოჰყვება კონფლიქტი მამასთან,რომელიც ეუბნება,რომ თუ სახლიდან წავა ხმას არ გასცემს და შვილადაც აღარ ჩათვლის.ამ ყველაფრიდან გამომდინარე,დიტო ტოვებს ყველა თავის მეგობარს,საყვარელ ადამიანს და ოჯახის წევრებს და მიდის კალიფორნიაში წარმატების მისაღწევად და მხოლოდ 15 წლის შემდეგ,უკვე სახელმოხვეჭილი,ბრუნდება მშობლიურ ადგილას,იმ მიზეზით რომ დედამისი,მამამისის ავადმყოფობის შესახებ ატყობინებს.დიტოსთვის ეს ხდება შანსი,რომ თავი დააღწიოს იმ სინდისის ქენჯნას და დანაშაულის გრძნობას,რომელიც ძვირფასი ადამიანების მიტოვებამ გამოიწვია.
ახალგაზრდა დიტოს მეგობრები,მარტივი დასახასიათებლები არიან.ანტონიო- რომელსაც მამამისი სცმეს და საკუთარ თავზე ხელი აქვს აღებული.ანტონიო შეიძლება დიტოს საყრდენადაც ჩაითვალოს,რომ ქუჩაში თავის გატანა შეძლოს.ანტონიოს ძმა - რომელიც გონებადაქვეითებულია და ცდილობს ძმის ყურადღება მიიბყროს.მერფი - რომელსაც გული ერევა ამ ქალაქზე.დიტოს შეყვარებული - რომელსაც ჰგონია რომ ყველა მიატოვებს და დიტოს შეყვარებულსი დაქალები - რომლებსაც ყველაფერი ფეხებზე ჰკიდიათ.
ამერიკელი რეჟისორი დიტო მონტიელი ოსტატურად ახერხებს ოჯახის,მეგობრების,ქუჩური დაპირისპირებების,ამბიციებისა და იმ დინამიკის ჩვენებას რომელიც,80-იან წლებში მის გარშემო ვითარდებოდა.
იხილეთ ფილმი ქართულ და რუსულ ენაზე
Comments
Post a Comment