A.I. Artificial Intelligence

" დედას უყვარს მარტინი, რადგან ის ნამდვილია, და როცა მეც ნამდვილი ბიჭუნა გავხდები, დედა მეც წამიკითხავს ზღაპრებს ძილის წინ, მიმღერებს სიმღერებს და ყოველ დღე მეტყვის რომ ვუყვარვარ.
თუკი პინოქიო გახდა ნამდვილი ბიჭუნა, მეც შევძლებ ამის გაკეთებას და შემდეგ შინ, დედასთან დაბრუნებაც შემეძლება..."

"ხელოვნური ინტელექტი" - 2001 წლის სამეცნიერო ფანტასტიკა, გადაღებული სტივენ სპილბერგის მიერ. ფილმი გვიყვება პატარა რობოტის ისტორიას, რომელსაც სიყვარულის უნარი გააჩნია. ფილმის გადაღება ჯერ კიდევ 1970-იან წლებში სტენლი კუბრიკს სურდა, მან ფილმის შესაქმნელად სცენარისტთა მთელი არმია დაიქირავა, თუმცა ფილმის გადაღება წლების განმავლობაში გადადო, რადგანაც თვლიდა, რომ იმ დროისთვის კომპიუტერული ტექნიკა დეივიდის პერსონაჟის შესაქმნელად საკმარისად განვითარებული არ იყო. სამწუხაროდ, კუბრიკს ფილმის გადაღება არ დასცალდა და 1999 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ პროექტი სტივენ სპილბერგმა ჩაიბარა, ფილმი კი კუბრიკის ხსოვნას მიუძღვნა.






Comments