Amadeus / ამადეუსი

Amadeus ♬
მილოშ ფორმანის გენიალური "ამადეუსი" 1979 წელს გამოცემული ამავე სახელწოდების პიესის ეკრანიზაციას წარმოადგენს, რომელიც, თავის მხრივ, ალექსანდრე პუშკინის პიესის „მოცარტი და სალიერის“ ვარიაციაა. ფილმი გვიყვება უდიდესი კომპოზიტორის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ცხოვრების ბოლო ათი წლის ისტორიას, მის კარიერულ წინსვლას, მოღვაწეობას სამეფო კარზე და ურთიერთობას შურით შეპყრობილ ანტონიო სალიერთან. ფილმის ერთ-ერთ მონაკვეთში წუთიერად ბეთჰოვენიც ჩნდება, წვეულებაზე, როცამოცარტი როიალზე დაკვრისას პატარა ბიჭს უღიმს, სწორედ ეს ბიჭია ბეთჰოვენი.
ფილმმა 53 სხვადასხვა პრესტიჟული ნომინაციიდან 40 ჯილდოს მოპოვება შეძლო, მათ შორის რვა ოსკარი და ოთხი ოქროს გლობუსი, ხოლო როცა ლოურენს ოლივიე ოსკარის სცენაზე საუკეთესო ფილმის კატეგორიას წარადგენდა, მას სხვა ნომინანტთა წარდგენა დაავიწყდა და ყოველგვარი შესავლის გარეშე გამოაცხადა: "გამარჯვებულია ამადეუსი"






Comments