ინიარიტუს გენიალური ფილმიდან "ბერდმენი"
"ბერდმენი" ინიარიტუს სხვა ფილმებს,რომ შევადაროთ,ერთი შეხედვით შესაძლოა ვერანაირი მსგავსება ვერდავინახოთ,რადგან ეს ფილმი გამდიდრებულია იუმორისტული ელემენტებითა და აქაიქ სარკაზმით,თუმცა თუ სიუჟეტს კარგად ჩავუღრმავდებით შესაძლოა პარალელიც კი გავავლოთ ინიარიტუს წინა ფილმებთან,თუნდაც სიკვდილის ტრილოგიასთანაც კი.უიმედობის შეგრძნება,მწვავე დეპრესია და უამრავი სხვა გრძნობა,რომელიც მთავარ გმირს ახვევია თავს და ბოლოს იდეალური ფინალი და თვითმკველობის სცენა,სადაც ინიარიტუს მასტერკლასი პირდაპირ ვენებში შედის და თუნდაც ცოტა ხნით გაფიქრებს საკუთარ თავზე,ან სხვა ცხოვრებისეულ მოვლენებზე,რომელიც ფილმში ძირითადად იუმორის სახით იყო ნაჩვენები.
ფილმი უმეტესწილად ბროდვეის “სენტ-ჯეიმსის თეატრშია” გადაღებული. რადგანაც ფილმში მხოლოდ 16 ჭრაა, მსახიობები იძულებულები იყვნენ ერთ ჯერზე 15-გვერდიანი დიალოგები ჩაეწერათ. გადაღებებისას ემა სტოუნი ყველაზე მეტ შეცდომას უშვებდა, ზაქ გალიფიანაკისი კი ყველაზე ნაკლებს.
მანამ, სანამ ფილიპ სეიმორ ჰოფმანი გარდაიცვლებოდა, ბერდმენის სცენარში ასეთ ფრაზას ამოიკითხავდით: “ფილიპ სეიმორ ჰოფმანი მესამე "შიმშილის თამაშებში" მონაწილეობს”. თუმცა მას შემდეგ რაც მსახიობი გარდაიცვალა, მისი სახელი ვუდი ჰარელსონით ჩაანაცვლეს.
ფილმში მაიკლ კიტონის პერსონაჟი ყვება ანეკდოტს, რომელშიც ჯორჯ კლუნია ნახსენები. კლუნი, კიტონის მსგავსად ასახიერებდა ბეტმენის პერსონაჟს 1997 წელს გადაღებულ ფილმში “ბეტმენი და რობინი”.
ფილმში მაიკლ კიტონის პერსონაჟი ყვება ანეკდოტს, რომელშიც ჯორჯ კლუნია ნახსენები. კლუნი, კიტონის მსგავსად ასახიერებდა ბეტმენის პერსონაჟს 1997 წელს გადაღებულ ფილმში “ბეტმენი და რობინი”.
Comments
Post a Comment