Cries and Whispers / ყვირილი და ჩურჩული

"ყვირილი და ჩურჩული" - 1972 წლის შვედური დრამა, გადაღებული ინგმარ ბერგმანის მიერ. ფილმი გვიყვება ორი დის ისტორიას, რომლებიც უვლიან მესამე დას სასიკვდილო სარეცელზე. ბერგმანი გვაჩვენებს რა ხდება ოჯახში, როდესაც მძიმე ავადმყოფი ადამიანი კიბოსგან კვდება. რითი შეუძლიათ ნათესავებს მისი დახმარება, თუ თავად მათ სჭირდებათ დახმარება? ან იქნებ დახმარება ამ შემთხვევაში ორმხრივი უნდა იყოს?ფილმში გადმოცემულია ტრადიციული ბერგმანისეული თემები - ადამიანთა ფსიქიკა და რწმენისა და თავისუფლების ძიება.
რამდენიმე წარუმატებელი ექსპერიმენტული ფილმის შემდეგ, "ყვირილმა და ჩურჩულმა" ბერგმანს დიდი კომერციული და კრიტიკული წარმატება მოუტანა და მიიღო ხუთი ნომინაცია ოსკარზე, მათ შორის საუკეთსო ფილმის კატეგორიაში, რაც იმ დროისთვის უცხოენოვანი ფილმებისათვის დიდ იშვიათობას წარმოადგენდა. 






Comments