Ginger and Fred / ფრედი და ჯინჯერი

მარჩელო მასტროიანი და ჯულიეტა მაზინა,ფელინის გენიალური ფილმიდან "Ginger and Fred / ფრედი და ჯინჯერი"

ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორის,ფედერიკო ფელინის მეოცე ფილმი.ფელინი იტალიური სატელევიზიო შოუს და არეულობის ფონზე,წარმოგვიჩენს ორ ძველ მეგობარს რომლებიც,ძველ დროს მეწყვილეები იყვნენ და დიდი ხანია არ უნახავთ ერთმანეთი.ფელინი თავის სტილს არ ღალატობს,და შემოგვთავაზა ჩვეული დრამა,კომედიის ელემენტებით,რომელიც საბოლოოდ გულში ჩამწვდომ და დაუვიწყარ სანახაობას წარმოადგენს.65 წლის ფელინი სარკასტულად ეხება ახლანდელ რეალობას,რომელიც ტელე შოუებისგან,რეკლამებისგან,ცნობადი სახეებისგან და ათასგვარი სიცარიელისგან შედგება და გვძირავს ამელია ბონეტის და პიპო ბოტიჩელის სენილურ დრამაში(მელოდრამაში).

ერთ-ერთი ფრანგი კრიტიკოსი ჟილ კოლპარი ფელინის შესახებ ამბობს,რომ იტალიელი მაესტო კვლავ განაგრძობს თავისი პოტენციალის დემონსტრირებას და მას აქვს საოცარი ხედვა,რომელიც მაყურებლის ემოციებზე გავლენას ახდენს.აქვე დასძენს,რომ "ფრედი და ჯინჯერი" ფელინის მეოცე შედევრია.

"ფრედი და ჯინჯერი" არის ნოსტალგიითა და სენტიმენტებით გაჯერებული გენიალური ფილმი,რომელიც უკმაყოფილოს არ დაგტოვებთ.




Comments