Skip to main content
Jean-Luc Godard / ჟან-ლუკ გოდარი
ჟან-ლუკ გოდარი ფრანგული ახალი ტალღის ყველაზე რადიკალური პერსონა, რომლის მნიშვნელობაც ორ სიტყვაში შეგვიძლია გამოვხატოთ - კინო გოდარამდე და გოდარის შემდეგ. მან გარკვეულწილად რევოლუცია მოახდინა კინოში. გოდარის თქმით, კინოს ყურება ფილოსოფიის ლექციას არ უნდა ჰგავდეს, ამიტომაც აქცენტს აკეთებდა მაყურებელთან ემოციურ იდენტიფიკაციაზე და სათქმელის ამ ფორმით გადმოცემაზე. იგი უარყოფდა სიუჟეტის, შინაარსის მნიშვნელობას. მისი გენიალურობაც სწორედ მის „სიმარტივეშია“, იმ გაგებით, რომ თავისუფლად შეუძლია ადამიანისთვის თითქოსდა მნიშვნელოვანი გრძნობები „გაამარტივოს“, იუმორით შეხედოს იმას რასაც ხალხი ზედმეტად სერიოზულად ეკიდება. გოდარის ფილმები სავსეა მინიშნებებით, მეტაფორებით, ციტატებით სხვადასხვა მხატვრული ნაწარმოებებიდან და სიმბოლოებით, რამაც თვით ჟან-პოლ სარტრიც კი გააღიზიანა და ცნობილი ფრაზაც კი წარმოთქვა: "გოდარის ფილმებში იმიტომაა ამდენი კულტურა, რომ თვითონ გოდარს კულტურა საერთოდ არ აქვსო“.
ახალი ტალღის რეჟისორებმა დაამტკიცეს, რომ ხარისხიანი ფილმის გადასაღებად დიდი თანხა სულაც არაა საჭირო და ფილმის ხარისხზე მეტყველებს არა მასზე დახარჯული მილიონები, არამედ იდეა და ის, თუ რამდენად ზუსტად გადმოსცემს კინო და რეჟისორი საკუთარ სათქმელს. ის რომ იდეა და მესიჯი უნმიშვნელოვანესია, რადგან მათთვის ფილმი არ იყო გართობის საგანი და მხოლოდ კარგად შეთხზული ამბის მოყოლა. ახალმა ტალღამ თავისი კამერა მდიდრულ პავილიონებს ჩამოაშორა და პირდაპირ ადამინის წინ დადგა, რადგან, მისი ინტერესის საგანი სწორედ ეს უკანასკნელი და მისი ეგზისტენციალური პრობლემები გახდა.
Comments
Post a Comment