LES AMOURS IMAGINAIRES / წარმოსახვითი სიყვარული

ქსავიერ დოლანის გენიალური ფილმი "LES AMOURS IMAGINAIRES / წარმოსახვითი სიყვარული" (2010წ.)
ქსავიერ დოლანის მეორე ფილმი,რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს თვითონაც ასრულებს.ფილმში გვხვდება ნაწყვეტები დოლანის ბიოგრაფიიდან.
"წარმოსახვით სიყვარულში" მოვლენები სამი ახალგაზრდის გარშემო ვითარდება.ფრენცისი და მარი არიან კარგი მეგობრები,მაგრამ მათი მეგობრობა საფრთხის ქვეშ დგება,როცა გაიცნობენ სოფლიდან ჩამოსულ სიმპათიურ ბიჭს,ნიკოლს.ფრენცისი და მარი ცდილობენ მის მოხიბლვას,ნიკოლი კი მათით მანიპულირებს.საბოლოოდ ერთგვარ სასიყვარულოს სამკუთხედს ვიღებთ.
ფილმი მრავლადაა გამდიდრებული სხვადასხვა მხატვრული ელემენტებით,გენიალური საუნდტრეკებით და ასე შემდეგ.
როგორც ვიცით დოლანი ძველი ფილმების,განსაკუთრებით ფრანგული ახალი ტალღის თაყვანისმცემელია.გოდარი კი ზოგადად მის ინსპირაციადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. "LES AMOURS IMAGINAIRES"-ში კი გვხვდება "მინიშნებები" გოდარისა და ტრიუფოს ფილმებიდან "Bande à part" და "Jules et Jim".მიუხედავად ამისა წარმოსახვით სიყვარულში არის რაღაც სხვა,რაც საერთოდ ახალ ხედვას გვიშლის,რაც ახალგაზრდა რეჟისორის,ქსავიერ დოლანის ნიჭსა და კარიერულ წინსვლაზე მეტყველებს.





Comments