ფრანგი რეჟისორის, კშიშტოფ კისლოვსკის შესანიშნავი ტრილოგიის სამი ფილმი - წითელი, თეთრი და ლურჯი, სამი ერთმანეთისაგან განსხვავებული ისტორია და დრამა. ლურჯი - გვიამბობს ახალგაზრდა ქალის ამბავს, რომელიც სასწაულით გადარჩა კატასტროფაში, სადაც ქმარი და ხუთი წლის შვილი დაკარგა. წითელი - გვიყვება სიყვარულის ისტორიას, რომელიც ხანდახან ადამიანების ბედ-იღბალს განაგებს. და თეთრი, ადამიანის შესახებ, რომელიც იკარგება ცივილიზებულ სამყაროში. სამაგიეროდ თავს კარგად გრძნობს პოსტსოციალისტურ საზოგადოებაში.ლურჯი, თეთრი და წითელი არის საფრანგეთის დროშის ფერები, ფილმები კი საფრანგეთის რესპუბლიკის სამ პოლიტიკურ იდეალზე - თავისუფლება, თანასწორობასა და მეგობრობაზეა დაფუძნებული. წითელმა ფერმა, ოსკარის 67-ე დაჯილდოების ცერემონიალზე სამი ნომინაცია დაიმსახურა, ამასთან ცნობილ ვებგვერდზე, Rotten Tomatoes კრიტიკოსებისაგან 100%-იანი შეფასება მიიღო, ისევე როგორც ლურჯმა ფერმა, თეთრს კი კრიტიკოსებისაგან - 90%-იანი შეფასება ხვდა წილად.
ფილმი ქართულ და რუსულ ენაზე:
სამი ფერი: ლურჯი
სამი ფერი: თეთრი
სამი ფერი: წითელი
Comments
Post a Comment