
" ნუ მოკლავ ჯაფარას" - ცნობილი ამერიკელი მწერლის, ჰარპერ ლის შესანიშნავი რომანი პირველად 1960 წელს გამოიცა და მაშინვე მილიონობით ადამიანის უსაყვარლეს წიგნად იქცა, ავტორს კი პულიცერის ლიტერატურული პრემია მოუტანა. რომანის მიხედვით გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმი კი ეკრანებზე 1962 წელს გამოვიდა ლეგენდარული გრეგორი პეკის მონაწილეობით და ამერიკული ლიტერატურის კლასიკურ შედევრადაა აღიარებული. სიუჟეტი და პერსონაჟები მწერლის ბავშვობის მოგონებებს ასახავს და დაფუძნებულია იმ მოვლენაზე, რომელიც მისი მშობლიური ქალაქის ახლოს მოხდა. სკაუტი პირველ პირში მოგვითხრობს ადვოკატი მამის, ატიკუს ფინჩის ისტორიას, რომელსაც ყველაზე რთული საქმე - შავკანიანის დაცვა აქვს საკუთარ თავზე აღებული. ეს ის დროა, შავკანიანები ადამიანებად რომ არ მიიჩნეოდნენ და საქმეც თავიდანვე წაგებული იყო. ფილმში კარგად არის გადმოცემული სტერეოტიპებით მოაზროვნე საზოგადოების მანკიერი მხარეები, სოციალურ კლასებს შორის დაპირისპირება, მორალური აღზრდის მნიშვნელობა და სიკეთისა და ბოროტების თანაარსებობა.
ეს ის ფილმია, რომელიც ნამდვილ კინომანს აუცილებლად ნანახი უნდა ჰქონდეს, ასე რომ, თუკი ჯერაც არ გინახავთ, ნახეთ ახლავე.
ეს ის ფილმია, რომელიც ნამდვილ კინომანს აუცილებლად ნანახი უნდა ჰქონდეს, ასე რომ, თუკი ჯერაც არ გინახავთ, ნახეთ ახლავე.
ნახეთ ფილმი რუსულ ენაზე
Comments
Post a Comment