
ამ ოჯახური ტანდემის ფილმოგრაფია არაერთ ნამუშევრით შემოიფარგლება.კოენებს კინოსთან შეხება ჯერკიდევ მაშინ ჰქონდათ როცა ბავშვები იყვნენ.მათ დაზოგილი ფულით შეიძინეს 8 მილიმეტრიანი კამერა და დაიწყეს საცდელი ფილმების გადაღება,მხოლოდ ფილმების ყურებისგან მიღებული გამოცდილებით.კოენები ხშირ შემთხვევაში თავადვე არიან საკუთარი ფილმების რეჟისორები,სცენარისტები,პრ
მათი ფილმები გაჯერებულია მისტიკით,უცნაური იუმორით,სევდით,ირონიით და ასე შემდეგ,რის გამოც მათ შეიძლება კინოხულიგნებიც ვუწოდოთ.
კოენებს პირველი სერიოზული წარმატება ფილმმა "Barton Fink"-მა მოუტანა.ფილმის მოგება შედარებით ნაკლები იყო ვიდრე ბიუჯეტი,მაგრამ ის კანის ფეტსივალის გამარჯვებული გახდა.ამ ფილმის შემდეგ კონებმა კიდევ არაერთი გენიალური ნამუშევარი შექმნეს.
კოენებებს ხშირად "ორთავიან რეჟისორებსაც" უწოდებენ,მათი წარმატება,გახდა რამოდენიმე რეჟისორის სტიმული,მათ შორის ქუენტინ ტარანტინოსიც.
ჯოელ კოენი და ფრენსის მაკდორმანდი 1984 წელს დაქორწინდნენ.მათ ჰყავთ ვაჟი.ფრენსისი კოენების არაერთ ფილმში მონაწილეობს.1996 წელს გადაღებულმა ფილმმა, "ფარგო"-მ კი საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში ოსკარი მოაგებინა.
კოენებმა მსახიობების ამოჩემება იციან... ამოჩემება ორი გაგებით:
1. თუ სცენარის წერის პროცესში პერსონაჟზე წარმოიდგინეს კონკრეტული მსახიობი, ეს გმირი სწორედ მან უნდა განასახიეროს. არ აქვს მნიშვნელობა როგორ და როდის? არ სცალია მსახიობს? - მიატოვებენ სცენარის წერას, დაიწყებენ სხვა პროექტს და დაუბრუნდებიან პირველს, მაშინ როცა მათი რჩეული მსახიობი მოიცლის
2. თუ ითანამშრომლეს მსახიობთან და კარგად გაუგეს, მომდევნო პროექტებშიც მას რთავენ. ყოფილა შემთხვევები რომ პერსონაჟები ისე აღუწერიათ სცენარში, რომ მისადაგებოდა კონკრეტულ მსახიობს
ფილმების ზოგადი მიმოხილვა:
ძმებ კოენების "დაბრუნებად" წოდებული 2007 წლის ნამუშევარი 21-ე საუკუნის 10 საუკეთესო ფილმს შორის მე-5 ადგილზე დასახელდა. ოსკარზე წარდგენილი 8 კატეგორიიდან 4-ში გაიმარჯვა, მათ შორის საუკეთესო ფილმის, საუკეთესო რეჟისურის, საუკეთესო ადაპტირებული სცენარის და საუკეთესო მსახიობი მამაკაცი მეორეხარისხოვან როლში ნომინაციებზე. სიუჟეტი ვითარდება ტეხასში 1980 წელს, როდესაც სრულიად მოულოდნელად, გარჩევების და შეტაკების მსხვერპლებს გადააწყდება უდაბნოში ყოფილი ვეტერანი, ჯოშ ბროლინის პერსონაჟი, სახლში კი 2 000 000 დოლარით ხელდამშვენებული ბრუნდება, თუმცა წარმოდგენა არ აქვს რომ ხავიერ ბარდემის პერსონაჟი მასზე ასეთ უმოწყალო ნადირობას დაიწყებს.
პ.ს. როდესაც ხავიერ ბარდემს როლი შესთავაზეს ძმებმა, მან სცენარის წაკითხვის შემდეგ გაოცებულმა იკითხა "რატომ მე? მე ხომ ინგლისურად ცუდად ვლაპარაკობ, მანქანის ტარება არვიცი და ძალადობა მძულს", ძმებმა კი უპასუხეს - სწორედ ამიტომო.
როგორც იცით, No Country For Old Men გადაღებულია Cormac McCarthy -ის 1980 წლის იმავე სახელწოდების მქონე რომანის მიხედვით. წიგნში არის ეპიზოდი, რომელშიც ნარკოდილერები საუბრობენ რომ რამდენიმე ხნის წინ აქ - სანანტონიოში მათ ესროლეს და მოკლეს ფედერალური მოსამართლე. ეს მოვლენა რეალურად მოხდა 1979 წელს, თუმცა ფედერალური მოსამართლე ნარკოდილერებმა კიარა დაქირავებულმა მკვლელმა - ჩარლზ ჰარელსონმა მოკლა. ის გახლდათ მამა ვუდი ჰარელსონისა, რომელიც მონაწილეობს კოენების ფილმში. საინტერესოა, ძმებმა ამ ნიშნით შეარჩიეს მსახიობი თუ უბრალოდ ბედის ირონიაა?
პ.ს. როდესაც ხავიერ ბარდემს როლი შესთავაზეს ძმებმა, მან სცენარის წაკითხვის შემდეგ გაოცებულმა იკითხა "რატომ მე? მე ხომ ინგლისურად ცუდად ვლაპარაკობ, მანქანის ტარება არვიცი და ძალადობა მძულს", ძმებმა კი უპასუხეს - სწორედ ამიტომო.
როგორც იცით, No Country For Old Men გადაღებულია Cormac McCarthy -ის 1980 წლის იმავე სახელწოდების მქონე რომანის მიხედვით. წიგნში არის ეპიზოდი, რომელშიც ნარკოდილერები საუბრობენ რომ რამდენიმე ხნის წინ აქ - სანანტონიოში მათ ესროლეს და მოკლეს ფედერალური მოსამართლე. ეს მოვლენა რეალურად მოხდა 1979 წელს, თუმცა ფედერალური მოსამართლე ნარკოდილერებმა კიარა დაქირავებულმა მკვლელმა - ჩარლზ ჰარელსონმა მოკლა. ის გახლდათ მამა ვუდი ჰარელსონისა, რომელიც მონაწილეობს კოენების ფილმში. საინტერესოა, ძმებმა ამ ნიშნით შეარჩიეს მსახიობი თუ უბრალოდ ბედის ირონიაა?
ეს ნამუშევარი კოენების ფილმოგრაფიაში ჩემი ფავორიტია, აუცილებლად გირჩევთ დაუთმოთ დრო და მერე გამიზიაროთ შთაბეჭდილებები

ფილმს საკმაოდ ცივად შეხვდნენ ფესტივალები და კრიტიკოსები, თუმცა მაყურებელმა ის მაშინვე აიტაცა. ფრთიანი ფრაზები, პერსონაჟების დიალოგები დღემდე პოპულარულია, გარდა ამისა, ყოველ წელს იმართება ფესტივალი, ე.წ. ლებოვსკიადა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები თამაშობენ ბოულინგს, სვავენ და "ეღადავებიან" ერთმანეთს

ძმებმა კოენებმა განაცხადეს,რომ ფილმის ძირითადი თემა იდიოტიზმი იყო.ხოლო ბრედ პიტისა და ჯორჯ კლუნის პერსონაჟები სრულ იდიოტებად იყვნენ გამოყვანილი."წაიკითხე და დაწვი",კოენებთან,კლუნის მესამე ნამუშევარია და ის ამბობს,რომ მათთან ერთად გაკათებულ ფილმებში,მისი სამივე პერსონაჟი იდიოტია და მისი იდიოტობის ტრილოგიადაც კი მიიჩნევს.

კრიტიკოსების მეორე ნაწილი, ამ ნამუშევარს ძმების ყველაზე "მომწიფებულ" ფილმად მიიჩნევს. ისინი თვლიან, რომ ყველას არ შეუძლია როგორც ნამუშევრის პროლოგის დანიშნულება ისევე მთლიანი ფილმის არსი გაიგოს. თუმცა რეჟისორების მთავარ მესიჯად იღებენ ჰიპოთეზას , რომ ამ ქვეყნად ყველაფერი შემთხვევით ხდება, სრულიად უმიზეზოდ და ამ ფაქტების სერიისგან შედგება ადამიანის ცხოვრება. ერთნი ეგუებენ ამას, მეორენი კი ყველაფრის გააზრებას და გათვალისწინებას ცდილობენ.
აუცილებლად საყურები ფილმია მეგობრებო, გირჩევთ დაუთმოთ დრო

კინო კლასიკად არის მიჩნეული როგორც კრიტიკოსები ისე მაყურებლების მიერ, ამ ფილმა მსოფლიოს აჩვენა რომ ძმები კოენები განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებდნენ კინოს ისტორიაში. თვითონ ფილმი საკმაოდ ბნელი ნოარია, რომელიც ეხება მკვლელობებს, ღალატს და ყველაფერს რაც კარგ ფილმს ქმნის. აღსანიშნავია, რომ ფილმში არის შავი იუმორი , რომელიც ცოტა არ იყოს ამ ჟანრისთვის უცხოა.
ეს ფილმი გახლავთ პირველი ნოარი, რომელიც ვნახე და დღემდე ერთ-ერთი ფავორიტი, თუკი მოგწონს ბნელი, ორიგინალური ვიზუალური სტილის ფილმები გირჩევთ ნახოთ.

True Grit კინოს ისტორიაში გახლავთ ყველაზე უიღბლო რიმეიქი. კოენების 2010 წლის ნამუშევარი ოსკარის 10 ნომინაციაზე იყო წარდგენილი და ყველაში დამარცხდა. მაშინ როცა, ორიგინალი ფილმი 1969 წელს წარდგენილი 2 ნომინაციიდან ერთი ოქროს ქანდაკების მფლობელი გახდა


1996 წელს ფარგოში ჯერი ლუნდეგაარდის როლის მისაღებად William H. Macy კასტინგი გაიარა და რამდენიმე დღეც ელოდა პასუხს,თუმცა უშედეგოდ. აღშფოთებული მსახიობი გაფრინდა ნიუ-იორკში, სადაც კოენები იმწუთას იმყოფებოდნენ, დაუპატიჟებლად დაადგა თავს რეჟისორებს და უთხრა:
- ძალიან, ძალიან ვღელავ რადგან შესაძლოა ამ როლის სხვისთვის მიცემით თქვენ ფილმი ნაგავში მოისროლოთ. მე ვარ დაბადებული ამ პერსონაჟის განსასახიერებლად და თუ არ დამამტკიცებთ, თქვენს ძაღლებს ჩავაძაღლებ.
-ჩვენ ძაღლები არ გვყავს, მაგრამ როლი მაინც შენია, - უპასუხეს აღფრთოვანებულმა ძმებმა.


Miller's Crossing -ზე მუშაობის პროცესში კოენებს შემოქმედებითი ჩიხი შეხვდათ, მათ არ შეეძლოთ სცენარის წერის გაგრძელება, ამიტომ შეწყვიტეს, დაუბრუნდნენ Barton Fink-ის სცენარს - რომელიც გახლავთ ასევე შემოქმედებით ჩიხში მომწყვდეულ მწერალზე, დაასრულეს მისი წერა და მერე მიუბრუნდნენ პირველ სცენარს.
Comments
Post a Comment