The Tree of Life

"დავეხმაროთ ერთმანეთს. გვიყვარდეს ყველა, თითოეული ადამიანი, ყოველი ფოთოლი, სინათლის ყოველი სხივი. ვაპატიოთ ერთმანეთს შეცოდებანნი ჩვენნი.."
ტერენს მალიკის ძალიან საინტერესო და ულამაზესი კადრებით დატვირთული დრამა. ფილმის მთავარ თემას წარმოადგენს სიცოცხლის არსის, მისი მნიშვნელობის ძიება, გვაჩვენებს შუა ხნის მამაკაცის თვალით დანახულ სამყაროს და ბავშვობის მოგონებებს. ფილმში ვხედავს 11 წლის ჯეიკის განვითარებას, რომელიც ერთ-ერთია სამი ძმიდან. თავიდან ბიჭს ყველაფერი მშვენიერი ეჩვენება. იგი სულის თვალებით აკვირდება დედის ქცევას, რომელიც სიყვარულსა და მოწყალებას წარმოადგენს იმ დროს, როცა მამა ცდილობს ვაჟს ასწავლოს, რომ ცხოვრებაში პირველ ადგილზე საკუთარი თავი უნდა დააყენო. მშობლებიდან ორივე ცდილობს ჯეკი თავის მხარეს გადაიყვანოს, და ისიც უნდა შეეგუოს მათ მცდელობებს. რეალობა პირქუში ხდება, როცა მთავარი გმირი პირველად შეეყრება ტკივილს, სასოწარკვეთას და სიკვდილს. ოდესღაც აბსოლუტურად ნათელი სამყარო ლაბირინთად იქცევა.

Comments